საქართველო

ამირან გამყრელიძე: „ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, რის გამოც ბაზრობაზე ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ“

საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ამჟამად არსებობს ორი ცხელი წერტილი – გარდაბნის რაიონი და მასში შემავალი სოფელი ყარაჯალარი, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მთლიანად გარდაბნის რეგიონში ვირუსის 59 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია.

„ზოგადად, მოგეხსნებათ, ორი ცხელი წერტილია ახლა ქვეყანაში. ერთი მთლიანად გარდაბნის რაიონი და თვითონ გარდაბნის რაიონში სოფელი ყარაჯარალი, რომელიც უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. მთლიანად გარდაბნის რეგიონში 59 შემთხვევა გვაქვს. ექვსი თვითონ გარდაბანში, ქალაქში, ოთხი ყარათაკლიაში, სამი აღთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, ექვსი ბირლიკში და ერთი გამარჯვებაში, რაც მთლიანად ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.