საქართველო

ამირან გამყრელიძემ ახსნა, როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ შაბათს გამართულ ბრიფინგზე ახსნა, „კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში როგორ უნდა გაპატიოსნდეს გვამი“.

„ამისთვის სპეციალური ჩანთები არსებობს, და არის ეს ქვეყანაში, სადაც თავსდება შესაბამისი დამუშავებით გვამი, შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება მას შესაბამისი მისანიშნებელი ნიშანი. გვამის დროებითი დაყოვნებისას სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. დროებით დაყოვნების სათავსში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს ერთი საათის განმავლობაში უკვე უნდა ეცნობოს ახლობლებს. მათ უნდა კარგად აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიყვნენ ამ სარიტუალო პროცედურებს.

(იხილეთ ვიდეო 08:08 წუთიდან)

„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი, კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე, ამას ხაზს ვუსვამ, და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები ასე ვთქვათ, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი, რა თქმა უნდა  – მოგეხსენებათ საგანგებო მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში – შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა.შ და ა.შ. რა თქმა უნდა ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილთა ახლობლებს.

„ამ დროს უნდა მოვერიდოთ გარდაცვლილის ავტოფსიას, გაკვეთას და პათოლოგ-ანატომიურ შესწავლას, მაგრამ თუ ეს აუცილებელია და არის ამის ჩვენებები როდის უნდა იქნეს ეს გაკეთებული, მაშინ აქ აღწერილია თუ როგორი სიფრთხილით და როგორი პრევენციული ღონისძიებების დაცვით უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა და როგორ უნდა იყოს დაცული პერსონალი, ვინც ავტოფსიას აკეთებს“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

GUARDIAN.GE