მსოფლიოს ახალი ამბები

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა – რა ხდება სხვა ქვეყნებში?

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით.

განახლებული მონაცემებით „კოვიდ-19“-ს აშშ-ში 1,050 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი, მას შემდეგ რაც 1 დღეში 10,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69,171 შეადგინა.

აშშ-ის სენატმა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად 2 ტრილიონი დოლარის კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რაც ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი სტიმულირების პაკეტია.

ამასობაში მკვეთრად იმატა ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ ესპანეთში, რამაც ჩინეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელს გადააჭარბა – 3,647 გარდაცვლილი.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კი, საიდანაც ვირუსმა მთელ მსოფლიოში დაიწყო გავრცელება უკვე 1 კვირაა, რაც ინფიცირების არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა.

დაბლა შეგიძლიათ იხილოთ ბოლო მონაცემები

ინფიცირებულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა ახლა მთელ მსოფლიოში სულ მცირე 470,000-ს შეადგენს. მსოფლიოში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ს 21,270-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 114,000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტი დარტყმა მიაყენა

  • ჩინეთი (81,667 შემთხვევა, 3,285 გარდაცვლილი, 73,775 გამოჯანმრთელებული)
  • იტალია (74,386 შემთხვევა, 7,503 გარდაცვლილი, 9,362 გამოჯანმრთელებული)
  • აშშ (69,171 შემთხვევა, 1,050 გარდაცვლილი, 616 გამოჯანმრთელებული)
  • ესპანეთი (49,515 შემთხვევა, 3,647 გარდაცვლილი, 5,367 გამოჯანმრთელებული)
  • გერმანია (37,323 შემთხვევა, 206 გარდაცვლილი, 3,547 გამოჯანმრთელებული)
  • ირანი (27,017 შემთხვევა, 2,077 გარდაცვლილი, 9,625 გამოჯანმრთელებული)
  • საფრანგეთი (25,600 შემთხვევა, 1,333 გარდაცვლილი, 3,907 გამოჯანმრთელებული)
  • შვეიცარია (10, 897 შემთხვევა, 153 გარდაცვლილი, 131 გამოჯანმრთელებული)
  • დიდი ბრიტანეთი (9,640 შემთხვევა, 466 გარდაცვლილი, 140 გამოჯანმრთელებული)

GUARDIAN.GE