მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში ირანელი გენერალი მოკლა

ერაყში, აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა.

სოლეიმანი ერაყის დედაქალაქის, ბაღდადის აეროპორტისკენ ავტომობილით მიემგზავრებოდა, როცა აშშ-მა მასზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

სარაკეტო დარტყმას ასევე ემსხვერპლა შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.