მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თანამდებობიდან მიდის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თებერვლის ბოლოს პენსიაზე „ღირსეული გასვლით“ თანამდებობიდან მიდის, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს.

„თვითერზე“ ტრამპმა დაწერა: გენერალი მატისი „ჩემი დიდი დამხარე იყო მოკავშირეების და სხვა ქვეყნების მოპოვებაში, რომ გადაეხადათ თავიანთი სამხედრო ვალდებულებების წილი“.

მატისის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა სადავო გადაწყვეტილების შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარები სირიიდან გამოვლენ.

ტრამპს თავდაცვის მდივნის შემცვლელი არ დაუსახელებია, მაგრამ განაცხადა, რომ ის მალე იქნება დანიშნული.

თავისი გადადგომის წერილში გენერალმა მატისმა აღწერა თავისი შეხედულებები „მოკავშირეებისადმი პატივისცემით მოპყრობაზე“ და „ამერიკული ხელისუფლების ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე, მოეხდინა საერთო თავდაცვის უზრუნველყოფა“, წერს BBC.

guardian.ge