მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს

სასამართლოს ოფიციალური პირის განცხადებით, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ილინოისის შტატში ნაფიც მსაჯულად გამოიძახეს და იგი მისვლას აპირებს.

დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ყოფილი პრეზიდენტი ქუქის ოლქში მომავალ თვეში ჩავა.

BBC-ს ცნობით, 56 წლის ბარაქ ობამა ვაშინგტონსა და ჩიკაგოში ფლობს საცხოვრებელ სახლებს, და შესაძლოა ნაფიც მსაჯულად გამოძახების მიზეზი კრიმინალური ან

სამოქალაქო დანაშაული იყოს.

ყოფილი პრეზიდენტები, ბილ კლინტონი და ჯორჯ დაბლიუ ბუში, ასევე გამოიძახეს ნაფიც მსაჯულად თეთრი სახლის დატოვების შემდეგ.

ბარაქ ობამა ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში სწავლობდა და 12 წლის განმავლობაში ჩიკაგოს იურიდიულ სკოლაში ლექციებს კითხულობდა. იგი ასევე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტად მუშაობდა.

ქუქის ოლქის მოსამართლემ, ტიმოთი ევანსმა განაცხადა: „ობამას წარმომადგენელმა დამარწმუნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის მოქალაქეობრივ ვალს შეასრულებდა“.

ოლქის ნაფიცი მსაჯულები დღეში 17.25 დოლარს გამოიმუშავებენ.

ქუქის ოლქში ამ შემთხვევამდეც იყო ნაფიც მსაჯულად მაღალ რანგის წარმომადგენელი პირი – 2004 წელს ოპრა უინფრი მკვლელობის საქმეზე ასრულებდა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას, განაცხადა NPR-მა.

WWW.GUARDIAN.GE