საქართველო

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი მიესალმებიან ნიკა მელიას დაპატიმრების გაუქმებას და აცხადებენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“

გავლენიანი ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც მიესალმებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შეჩერებას და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასოდეს უნდა მოხდეს“.

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა ქართველ ოფიციალურ პირებთან. მაშინ როცა მოხარულები ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრება გაუქმდა, მსგავსი პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად დასრულდება”, ნათქვამია განცხადებაში.

GUARDIAN.GE