აფრიკა

ალჟირში თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 250-ზე მეტი ადამიანი

ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 250 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას როიტერსი ალჟირის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე მოხდა. ილ-76 ალჟირის დედაქალაქიდან სამხრეთით 50 კილომეტრში მდებარე ბუფარიკის ბაზიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ამჟამად, „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველები მუშაობენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

2014 წელს ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 77 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.