ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ალექსანდრ ლუკაშენკო: „ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნეკოს განცხადებით, განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. აღნიშნული განცხადება მან ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები, ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,08 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მოწინააღმდეგეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას კი, 10.09 პროცენტმა მისცა ხმა. არსებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელარუსში მთავრობის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.