მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ალაბამას შტატის სენატმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

ალაბამას კანონმდებლებმა აბორტის აკრძალვას მხარი დაუჭირეს და თუკი შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნტორი კეი ივი ხელს მოაწერს დოკუმენტს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს, რადგან შტატის სენატმა კანონპროექტისთვის მხარდაჭერისას უარი განაცხადა მასში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც გამონაკლისებს დაუშვებდა გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებისას.

უფრო ადრე, მაისის დასაწყისში, კანონპროექტს ალაბამას წარმომადგენლობით პალატაში 74-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი და წინააღმდეგი მხოლოდ 3 იყო.

ალაბამას გუბერატორს, ქალბატონ კეი ივის ჯერჯერობით არ განუცხადებია მოაწერს თუ არა ხელს აბორტის აკრძალვის შესახებ მიღებულ კანონს, მაგრამ იგი ცნობილია აბორტის მკაცრ ოპონენტად.

აქტივისტები აცხადებენ, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის 1973 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც შეერთებულ შტატებში აბორტის ლეგალიზება მოახდინა.

აბორტი მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში იქნება ნებადართული, მაგალითად, დედის ჯანმრთელობის დასაცავად.

guardian.ge