აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ათეულობით ადამიანი დაიღუპა 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე

სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

დაზიანებულია შენობები, გათიშულია ელექტროენერგია. მეზობელ კუნძულ ბალიზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბის ხალხი ყვირილით თავიანთი სახლებიდან.

ლომბოკზე ძლიერი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ერთი კვირის წინაც მოხდა, რამაც 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თავდაპირველად მოსახლეობა ცუნამის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით საფრთხის თაობაზე გამოცხადებული განგაში მოიხსნა.

GUARDIAN.GE