საქართველო

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება.

„ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.