საქართველო

ავსტრიის პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ალექსანდერ ვან დერ ბელენმა და სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგეს ავსტრიის რესპუბლიკის სამხედრო ფედერალურ დროშას და შესრულდა საქართველოს და ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები.

პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.