საქართველო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ახალაშენებული სკოლა გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან, ადიგენის საკრებულოს თვჯდომარე იმედა მღებრიშვილთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ ინგა ბოჭორიშვილთან ერთად, სოფელ შოლავერში ახალაშენებული სკოლა გახსნეს.

ადიგენის მერიის ცნობით, სკოლა შვეიცარული სტანდარტების მიხედვით აშენდა და დაწყებითი კლასების 25 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლაში მოეწყო ბიბლიოთეკა და სპორტული ოთახი. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით.