საქართველო

ჯანი ბუკიკიოს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავრცელებს.

„ვენეციის კომისიას მივმართეთ თხოვნით, საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო მიესალმება ჩვენს სურვილს, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ვენეციის კომისიასთან.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში”, აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.