საქართველო

ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების მოსაძებნად თბილისიდან დამატებით 50-კაციანი ჯგუფი მიემგზავრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობში აწარმოებდნენ.

ადგილზე აჭარის სამმართველოს 60 მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. 

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 120 მაშველი და დამატებით, თბილისიდან მიემგზავრება 50-კაციანი ჯგუფი. 

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ  “112”-ში  440 შეტყობინება შევიდა, რაც ძირითადად დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და  სარდაფებს ეხებოდა. 

ამ დროისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღარ წვიმს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული.