საქართველო

ცესკო-ს 100% -იანი წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64%, გრიგოლ ვაშაძემ კი 37.74% მიიღო

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა და დათვლილია ხმების 100%.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით,

3 705 საარჩევნო უბნის მონაცემებით:

სალომე ზურაბიშვილი – 38.64%

გრიგოლ ვაშაძე  – 37.74%

დავით ბაქრაძე – 10.97%

დანარჩენმა კანდიდატებმა 5% ვერ გადალახეს.

რადგანაც ვერ ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%-ს + 1 ხმის მიღება, კანონით მეორე ტური გაიმართება და ის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შორის შედგება.