საქართველო

ჩინეთის ელჩი ლი იანი: ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიოში უკვე გამოყენებულია და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა მსოფლიოს მასშტაბით უკვე გამოყენებულია და ვაქცინაციას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია.

„სინოფარმის“ ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. ვაქცინის დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოყენებულია, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული“, განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მან აღნიშნა, რომ დიპლომატებისთვის განსაზღვრული პროტოკოლის მიხედვით თავადაც აიცრება და აუცილებლად ჩინური ვაქცინით.