ქვემო ქართლში სახელმწიფო რმწუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტის გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა, გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით ჭანტურიამ, მერის მოადგილემ დუნიამალ გაჯიევმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ტარიელ ჯანხოთელმა, მისმა მოადგილემ რაფი ორუჯოვმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
„თანამდებობის პირებმა მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს და შეაფასეს აღთაკლიაში, ყარათაკლიაში, ყარაჯალარში, ვახტანგისში, ქესალოსა და ნაზარლოში.
ამავდროულად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კერძოდ, მოსახლეობამ გუბერნატორს და მუნიციპალიტეტის მერს განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მოსაგვარებელ საკითხებზე ისაუბრა.
2018 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში შიდა გზების მოასფალტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება”, ნათქვამია გარდაბნის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.