საქართველო

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული მედია ავრცელებს.

სირიის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთაღიარებისა და „ორ ქვეყანას შორის“ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ განცხადებას ცხინვალის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს… აქვს პატივი განაცხადოს იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და სირიის არაბთა რესპუბლიკა… აცხადებენ ურთიერთაღიარების და ორ ქვეყანას შორის საელჩოების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, აღნიშნული კომუნიკეს გამოქყვეყნების მომენტიდან“, ნათქვამია ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.