საქართველო

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 33-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

დღეს საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.