საქართველოში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალურ ვებგვერდი stopcov.ge- ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1117 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 917 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.