საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის მეცამეტეადგილოსანის ვინაობა ირკვეოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი პერიოდი 1-1, მეორე კი 3-3 დასრულდა და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მესამე პერიოდის დასაწყისში სლოვაკეთი გააქტიურდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ქართველებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და მეტოქის ამ გაქცევას სამი უპასუხო გოლით უპასუხეს. შედეგად, მესამე პერიოდი ჩვენი გამარჯვებით, 7-6 დასრულდა.
გადამწყვეტ პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭეს, თუმცა პირველი გოლი მაინც საქართველოს ნაკრებმა გაიტანა და საერთო ანგარიში 8-6 გახდა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.