საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს თანამდებობებზე რამდენიმე პირი წარადგინა.

„დაინიშნა უკვე ადმინისტრაციის უფროსი – ლაშა ჟვანია. ქეთევან მახარაშვილი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება, დაევალება მას ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია. დროებით ასევე პრეს-სპიკერის ფუნქციებს შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია უკვე არის ჩვენი საპარლამენტო მდივანი.

სიმონ პეტრედისი – მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებში.

როგორც ხედავთ, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული, როგორც შშმ პირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ ცვილლებებს დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან. ნათია სულავა – მრჩეველი დიასპორის, ასევე მოქალაქეობის საკითხებში. ალექსი ბარბაქაძე – სამხედრო საკითხებში მრჩეველი.

ირინა შენგელია -საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში მრჩეველი. კოტე ნაცვლიშვილი – მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში”, განაცხადა ზურაბიშვილმა.