შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა.
მათივე ცნობით, დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამ
საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს. პროცესი გულისხმობს იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით, ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.