საქართველო

პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა „პისიარ“ ტესტი, რომლის შედეგადაც, დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.