საქართველო

ოთარ კახიძე: მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს

„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, „უაღრესად საგანგაშო ვითარების” გამოსასწორებლად, ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაა აუცილებელი.

„მარტო ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე დაყაჩაღებულია არაერთი ბანკის ფილიალი. მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებული, შეკავშირებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას. ეს არის ძალიან სახიფათო ვითარება.

ეს არის ვითარება, რომელიც საფრთხეს უქმნის არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის უსაფრთხოების დაცვაც არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი ამოცანა, არამედ რიგით მოქალაქეებს. ამ უაღრესად საგანგაშო ვითარების გამოსასწორებლად გადასადგმელია დაუყოვნებლივ ნაბიჯები, რომელიც უნდა იყოს მიმართული ახალი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისკენ”, განაცხადა ოთარ კახიძემ.