მსოფლიოს ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

(GUARDIAN.GE) – მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ბევრ ქვეყანაში ინფექციის ახალი დადასტურებული შემთხვვები მკვეთრად მატულობს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები აჩვენებს, რომ ვირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში მცხოვრებნი არიან. ექსპერტები სიფრთხილით აცხადებენ, რომ ნამდვილი მონაცემები შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან მსოფლიოს 188 ქვეყანაში გავრცელებულმა ვირუსმა დღემდე 32 მილიონზე მეტი ადამიანის ინფიცირება გამოიწვია. ჩაკეტვებმა და სხვა ზომებმა, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერებას ითვალისწინებს, ბევრი ქვეყნის ეკონომიკის რეცესიაში გადასვლა განაპირობა.

ამ ფონზე, კი ეფექტური ვაქცინის შექმნის პროცესი გრძელდება, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა 2 მილიონს მიაღწიოს, ვიდრე ვაქცინა ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი.