საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „თვითერით” განცხადება გაავრცელა და აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს „სათანადო და საჭირო” უწოდა.
„აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სარაკეტო დარტყმები სირიაში ქიმიური იარაღის საშუალებებზე, არის სათანადო და საჭირო პასუხი სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე. ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, ნათქვამია ჯანელიძის განცხადებაში.