საქართველოს მთავრობა სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.
მთავრობის ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.
რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.

