საქართველო

მეფე თეიმურაზ მეორეს 1761 წელს შექმნილი პორტრეტი ხელოვნების სასახლეში გამოიფინა

მეფე თეიმურაზ მეორეს პორტრეტი საქართველოშია. დედოფალ ელისაბედის დავალებით, ალექსანდრე ანტროპოვის მიერ, 1761 წელს შექმნილი ტილო არა მხოლოდ საქართველოს საგანძური, არამედ მსოფლიო შედევრების ნაწილია.

სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენ დაკარგული საგანძური დავიბრუნეთ, მეფის პორტრეტი, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო.

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხელოვნების სასახლემ შეიძინა უნიკალური ტილო და თეიმურაზ მეფის პორტრეტი მეფე ვახტანგ მეექვსის, მეფე ერეკლე მეორის და მეფე გიორგი მეთორმეტის ფერწერულ ტილოებს შეემატა.

პორტრეტი ხელოვნების სასახლეში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება ქართველი მეფის უნიკალური პორტრეტის საკუთარი თვალით ხილვა.