ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ.
მისი თქმით, თბილისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რეგულაციების დაუცველობის გამო გაიზარდა.
„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 527 შემთხვევიდან 179 თბილისში დაფიქსირდა.