მსოფლიოს ახალი ამბები

კრემლი მიესალმება თურქეთის გაცხადებულ ინტერესს გაწევრიანდეს BRICS-ში

GUARDIANGE – რუსეთი მიესალმება თურქეთის ინტერესს გაწევრიანდეს BRICS-ში, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 4 ივნისს.

მედიის ცნობით. უფრო ადრე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თქვა, რომ თურქეთს სურს გახდეს BRICS-ის წევრი და დააკვირდება ორგანიზაციაში განვითარებულ მოვლენებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი მივესალმებით მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი ისეთი მნიშვნელოვანი პარტნიორის, როგორიცაა თურქეთი, BRICS-ის მიმართ გაზრდილ ინტერესს“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ თურქეთის წევრობის თემა BRICS-ის სამიტის დღის წესრიგში იქნება, რომელსაც რუსეთი უხელმძღვანელებს.

პესკოვის თქმითვე, BRICS-მა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად დააკმაყოფილოს ყველა ქვეყნის მოლოდინი, რომელიც მის მიმართ დაინტერესებას აჩვენებს, მაგრამ ორგანიზაცია დაინტერესებულია კონტაქტებით.

BRICS არის განვითარებადი ბაზრების თანამშრომლობის მექანიზმის აკრონიმი, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას. 1-ელ იანვარს BRICS-ს საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი და ეთიოპია შეუერთდნენ, რითაც მისი წევრები 5-დან 10-ამდე გაიზარდა.

რუსეთი 2024 წლისთვის BRICS-ის როტაციული თავმჯდომარეა.