საქართველო

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, თბილისის 32-ე სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლესა და დირექტორის მოადგილე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი სკოლის დირექტორის, ნინო კაშიას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბავშვი ოჯახთან ერთად არის გადაყვანილი ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მე ვიცი, ინფიცირების პირველწყარო იყო მამა, რის შემდეგაც დაინფიცირდა ბავშვის დედა და შემდეგ ბავშვები. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, ის გადაყვანილია კოვიდ-სასტუმროში, ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს. სკოლა 20 ოქტომბრის ჩათვლით იქნება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ნელ-ნელა ალბათ დავიწყებთ ტესტირებას იმ რეგულაციების მიხედვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს ჩვენგან. ეს ბავშვი არ ყოფილა სკოლაში გასული პარასკევიდან. სკოლაში მხოლოდ ორჯერ მოვიდა პირველ და ორ ოქტომბერს. მთელი ეს მიმდინარე კვირა ბავშვი სკოლაში არ ყოფილა და არც მოადგილე. შეხება ყველას ერთმანეთთან გვაქვს ხოლმე. კონკრეტულად ვისგან დაინფიცირდა ჩემი მოადგილე, ამის თქმა მიჭირს“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა, ნინო კაშიამ.