საქართველო

კახა კალაძე: თუკი თეა წულუკიანი წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მე გული ძალიან დამწყდება

იუსტიციის მინისტრის პოსტიდან შესაძლო წასვლის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ იმისთვის, რომ წულუკიანის მსგავსი ადამიანები შეინარჩუნონ, გუნდში რესურსი არსებობს.

„თეა პირველივე დღიდან, 2011 წლიდან, რაც პარტია „ქართული ოცნება” შეიქმნა, ჯერ კოალიცია იყო, ერთად მოვდივართ, ერთად გამოვიარეთ ის მძიმე დღეები, თვეები, აღარ დავუბრუნდები – ყველას ძალიან კარგად გვახსოვს რა იყო, არის ჩვენი თანამებრძოლი და თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მე გული ძალიან დამწყდება, თუმცა ვფიქრობ, რომ არის იმის რესურსი, რომ ასეთი ადამიანები შენარჩუნებული იყოს გუნდში”, განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.