თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტს“ დაჩქარებული წესით მისცემენ მშენებლობის ნებართვას, რაც მათ მშენებლობის განახლების საშუალებას მისცემს.
„რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, თითქოს მშენებლობის ნებართვების არქონის გამო ისინი შეფერხებული იყვნენ. ჩვენი სამსახურები ჩართული იყვნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის მიცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ ამის რესურსი გააჩნიათ მათ დაველოდოთ მოვლენებს“, განაცხადა კახა კალაძემ.