საქართველო

ირაკლი შოთაძე დღეს გენერალური პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს

დღეს, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პროკურატურის ­2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ანგარიში შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით.

ასევე სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხებს.