საქართველო

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვოს

„პირველ რიგში ის შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ეს საკითხი არის ძალიან მასშტაბური და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცედურას მიმდინარე თუნდაც ამჟამად პარლამენტში არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მგონია, რომ ის არის ფასეული და ამ ფასეულობათა შორის წინააღმდგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა”, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეკითხვაზე, ეხება თუ არა ეს საკითხი მოსამართლეების თემას, თეა წულუკიანმა აღნიშნა:

„როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა. ეს არ ეხება რომელიმე რეფორმას, რომელიმე პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს. ამიტომაც, თავს შევიკავებ, რადგან შიგნით ვმსჯელობთ აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში, ამ თემაზე ღიად საუბრისგან დღეს. რაიმე ტრაგიკული არ ხდება. ეს არის ვფიქრობ ჯანსაღი პროცესი და თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებებს…. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის. მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი”, უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.