საქართველო

თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა

თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

უცნობია, რა გახდა ბარამიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი. იგი იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა.