საქართველო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინფიცირებული თანამშრომლის 12 კონტაქტია მოძიებული. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

უნივერსიტეტში ასევე აცხადებენ, რომ დაინფიცირებულთან სამსახურებრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

„დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე
გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი“,- აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.