საქართველო

თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ვადამდელი არჩევნებია საჭირო, ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს; უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა“

„2020 წლამდე არა, ვადამდელი არჩევნებია საჭირო, ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა თავისი ახალი პარტიის „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ქვეყანა ვიღაცამ, ახალგაზრდების ენაზე რომ ვთქვა, „მოთაგა“, დაიბევა. რას ვგულისხმობ ამაში? რამდენადაც შესაძლებელი იყო, ამოვიღეთ მასალები და იცით, მიწები გაყიდულია ისე, რომ მწირი ინვესტიციაც კი არ არის გაკეთებული ანუ გაუქმებულია საქართველოს მიწა-წყალი. საქართველოს წინააღმდეგ აბსოლუტურად მიზანმიმართული საბოტაჟური გეგმა მოქმედებს. ეს გახლავთ რუსული კორუფციული მართვის სტილი. შემოგვეპარა? დიახ, მე პირადად შემომეპარა 2012 წელს რუსული კორუფციული მართვის ვასალი, რომელიც ახლა მიზის შუშის სასახლეში და ჩემი სამშობლო უნდა „მოთაგოს“, დაიბევოს, იყიდოს და ჩვენ ვუყურებთ ახალგაზრდები როგორ გვრჩებიან უმუშევრები, უქონელნი, გაუნათლებელნი. ვიღაცა ჩვენ ბიუჯეტს ჭამს. მერე ისინი გამოდიან, მჭამელები და ამაზე გვესაუბრებიან, რომ 700 მილიონია გატანილი ბიუჯეტიდან, მილიარდნახევარია ინფრასტრუქტურიდან წაღებული. მე ახლა ამას ვამბობ პრესკონფერენციაზე რაც გაჟღერდა თავად პარტიის ხელმძღვანელის, ჩემთვის კი აბსოლუტურად არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის მიერ.

„ამ გუნდში ვისაც ხედავთ ყველაზე რადიკალური ვარ მე. 2020 წლამდე არა. ვადამდელი არჩევნები. სასწრაფოდ უნდა დატოვოს ხელისუფლებამ. მათ ვერ მართეს, ვერ უპატრონეს ჩემს ქვეყანას. საგარეო კუთხით მუშაობა არ არის. ეს ხელოვნური, მიზანმიმართული სტაგნაციია. არავინ იფიქროს, რომ ვინმე არის სულელი. არავითარ შემთხვევაში… ინფლაცია… მსხვილ ბიზნესს და ბანკებს კიდევ რა უჭირთ, იმ ადამიანებს, რომელთაც დოლარებში აქვთ გამოტანილი, დაქცეულია ხალხო ოჯახები. პროგრამა არ არსებობს ემიგრანტების უკან მობრუნების. როგორ მობრუნდება ემიგრანტი უკან, თუკი შენ მათ სახელმწიფო პროგრამა არ დაახვედრე. გაყიდული აქვთ მათ სახლები. ყველაფერი გაყიდული აქვთ. მათი შემოგზავნილი ფულით ცხოვრობენ აქ ოჯახები. ესენი ბედავენ, 150 000 ბავშვი შიმშილობდეს და ჯიპების გრიალი იყოს ხალხო პარლამენტში. ამის გამო უკვე გადადგებოდა ევროპული ტიპის ქვეყანაში ხელისუფლება…

„ბატონი ივანიშვილი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდეს კოალიციური მთავრობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. იმისტებთან, ამისტებთან, ეს სისულელე 30-წლიანი, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომ ეს ქვეყანა დაშალონ და დაანგრიონ. ვინ იმისტები, ვინ ამისტები?… აი, ეს აწყობს იმ ტროლების კლანს, რომელიც 12 ნომერში მოყუჩებულა თურმე და ჩვენი შვილების ფულით ხელფასები აქვთ დანიშნული. იმის მაგივრად, რომ ასი საწარმო გაკეთებულიყო, ტროლების ქარხანა გაკეთდა ბატონებო მხოლოდ იმიტომ, რო ერთმანეთი ლანძღონ ადამიანებმა, დაშალონ ქვეყანა, ისევ დაგვაპირისპირონ და რუსულ კორუფციულ სივრცესთან აღმოვჩნდეთ პირისპირ, ვინაიდან მუშაობა შეწყვეტილია დასავლეთის მიმართულებით და დავრჩით რუსულ კორუფციულ სივრცესთან. დიახ, კრიზისმა და რუსულმა მმართველობამ იცის გარჩევები ქუჩაში, გარჩევები მაღალ ეშელონებში, სარდაფებში ხალხის ჩაყვანა და ნარკოპლანტაცია.

„როდესაც ნარკოპლანტაცია შემოგვთავაზეს, მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვიყავი, რომელმაც ვიფიქრე, ვაიმე, იცით რა? ბავშვები ალბათ გაბრუებულები, აქეთკენ წავედი. სულ რამდენიმე ხანში უფრო მზაკვრული გეგმის შესახებ შევიტყვე და რა არის ეს, ახლავე მოგახსენებთ, რომელმაც შეიძლება უბრალოდ შეგძრათ. კლინიკებში ოფიციალურად, არ მეგულება დარბაზში ადამიანი, რომელმაც იცის რა უჯდება კლინიკას მორფინი, ცენტები უჯდება. ანუ ამ მზაკვარმა, რომელიც სათავეშია, საქართველოსთვის მოინდომა თეთრი ფურცელი ოფიციალურად აიღოს, რომ ქვეყანას ჰქონდს ოფიციალურად წარმოების უფლება. ეს რას ნიშნავს ხვდებით ალბათ. თუკი შენთან ცენტებად შემოდის, შავი ფული მთლიანად  შავი, ნარკობაზრის ფული ჩაირეცხება შენ ქვეყანაში. ამას ბატონებო პოლიტიკოსები ავღანიზაციას ეძახიან. ავღანიზაცია ომია და ის, რასაც დღეს რუსეთი მთელ მსოფლიოში ნაღმებად დებს და რასაც აკეთებს“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ახალი პოლიტიკურ ძალის ხელმღვანელმა თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის „დიდი შეცდომები“ გააკრიტიკა, თუმცა აღნიშნა, რომ იმ დროს ჩადენილი „უდიდესი სისასტიკეების“ პარალელურად მიდიოდა სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობაც.

„იმ 9 მანძილზე დიდი შეცდომები იყო დაშვებული, უდიდესი სისასტიკეები ჩადენილი, მაგრამ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პარალელურად მიდიოდა, სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებლობის პარალალურად. დღეს სახელმწიფო ინსტიტუციების ნგრევის პარალელურად კიდევ უარესი სისასტიკეები. აგერ ზის შვილმკვდარი მამა, რომელიც ითხოვს, რომ მომეცით საბუთი, რომ ჩემი შვილი ტერორისტი იყოო. რა თქმა უნდა, არ არსებობს საბუთი იმიტომ, რომ არ იყო. იქ დგას ზაზა სარალიძე, სრულიად გაუბედურებული. ჩვენ მივიღეთ საწარმოების მაგივრად დაანონსებული ნარკოტრაფიკის საწარმო, ჩვენ მივიღეთ 100 საწარმოს მაგივრად ქარხანა ტროლების. ანუ ეს არის ის ძველი გრუს, კაგებეშნიკების ბრიგადა, რომელმაც პრინციპში სამოქალაქო ომი დაატრიალა საქართველოში“, აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

guardian.ge