საქართველო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ

პარლამენტის პლენარულმა სხდომამ მხარი დაუჭირა პარლამენტის ორი წევრისთვის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა 79 დეპუტატმა.

მამუკა ხაზარაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79 დეპუტატმა, ხოლო 2-მა პარლამენტის წევრმა ხმა აღნიშნული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს პირადი განცხადებით მიმართეს მათთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.