ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ გაიმარჯვა.
ზუგდიდის ოლქის 107 საარჩევნო უბნიდან 107-ვე უბანზე ხმები დათვლილია და გიორგი შენგელიამ ამომრჩეველთა ხმების 54.18% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 42.84%.

