საქართველო

ეროვნული ბანკი: 2024 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი, აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზს – ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.

2024 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.1 მლნ აშშ დოლარი (89.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აგვისტოს (29.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით მეტია.

ფულადი გზავნილების შესახებ ინტერაქტიული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.