საქართველო

დასრულდა ანგელა მერკელის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

დასრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ – ანგელა მერკელის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

“ვიზიტის შედეგად საქართველო-გერმანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მერკელს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც საქართველოს მიმართ უწყვეტად ახორციელებენ”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.