საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარებას, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით გეგმავს, კონსტიტუცია არ კრძალავს.

„ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით”, უთხრა ვაშაძემ „რუსთავი 2″-ს.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.