საქართველო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას მას შემდეგ, რაც იგი 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. ჩვენ მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეაფასებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობას და განიხილავს ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობას.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს, რათა ბატონმა სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს“, აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.