აზია, მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს, აშშ-ს მიზანია თეირანის რაკეტებისა და სხვა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება

 აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს „ბირთვული ამბიციების განახლებისთვის“ იყენებდა.

როგორც მან აღნიშნა, ირანზე ოპერაცია, დონალდ ტრამპის პირდაპირი ბრძანებით, ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო, ყველაზე რთული და ყველაზე ზუსტი საჰაერო ოპერაციაა.

„ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მას ვასრულებთ“, – განაცხადა ჰეგსეთმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ზღვარი გაავლო „ირანის 47-წლიანი აგრესიული პოლიტიკის“ შემდეგ.

ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აშშ „ბოდიშის მოხდისა და ყოყმანის გარეშე“ ინადირებს ყველაზე, ვინც ამერიკელებს მოკლავს ან დაემუქრება.

მისი შეფასებით, საღი აზრია, რომ ირანის მსგავს რეჟიმებს არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი და ტრამპს აქვს ამის აღსასრულებლად საჭირო „გამბედაობა“.

მისივე თქმი, მშვიდობიანი ბირთვული ამბიციები „მთების ქვეშ არ უნდა იყოს დამარხული“.

მან გაიხსენა გასული წლის ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, რომლის დროსაც, მისი თქმით, აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები გაანადგურა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თეირანი დაადანაშაულა აშშ-სთან „მშვიდობიანი და გონივრული“ შეთანხმების მოლაპარაკებაზე“ უარის თქმაში.

„ისინი ყოყმანობდნენ, დროს ყიდულობდნენ რაკეტების მარაგების გადასატვირთად და ბირთვული ამბიციების განახლებისთვის“, – თქვა მან და დაამატა:  „პრეზიდენტი ტრამპი ამ თამაშებს არ თამაშობს“.

ჰეგსეთიირანში მიმდინარე ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმოთ, ირანს „ჩვეულებრივი იარაღი აქვს ჩვენს თავში მიმართული, რადგან ისინი ცდილობდნენ ტყუილით მოეპოვებინათ გზა ბირთვული ბომბისაკენ“ და „ამან თითქმის იმუშავა“ ობამასა და მისი „საშინელი შეთანხმების“ დროს.

მისი თქმით, ირანის რეჟიმს „ამერიკისგან და ისრაელისგან სიკვდილი აჩუქეს“.

ეს „არ არის ე.წ. რეჟიმის შეცვლის ომი“, მაგრამ რეჟიმი „რა თქმა უნდა შეიცვალა და მსოფლიო ამის წყალობით უკეთეს მდგომარეობაშია“.

ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია „დაუსრულებელ ომამდე“ არ მიგვიყვანს. მისი თქმით, აშშ-ს მიზანია თეირანის რაკეტებისა და სხვა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განადგურება.

GUARDIANGE