(GUARDIAN.GE) – სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში, დაწესებული სტანდარტების შესაბამისად დაიწყო.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან

როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა განუცხადა, პანდეემიდან გამომდინარე, საკლასო ოთახებში ტრადიციულ ფორმატში გაკვეთილების ჩატარების რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სკოლამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით დაიწყო ახალი 2020-2021 სასწავლო წელი.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სრულად გარემონტებული ახალი ტუალეტი)

„სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები. წალკის მერიამ დაახლოებით 54 000 ლარი გამოყო სკოლის ტუალეტის მოსაწესრიგებლად და თავადაც უყურებთ, რომ აქ სამუშაოები მაღალ დონეზე არის შესრულებული.

ცალკეა გამოყოფილი ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის – სქესის შესაბამისად.

„უბრალოდ, მინდა დავამატო, რომ მოსაწესრიგებელი დარჩა სავენტილაციო სისტემა, რაც იმედია მალე გაკეთდება.

„ასევე საჭირო იქნება საკანალიზაციო ქსელის გაფართოება და იმედი გვაქვს, წალკის მერია მომავალშიც გვერდით დაუდგება სკოლას“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

დირექტორის თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს სკოლაში 2-ით ნაკლები მოსწავლე სწავლობს და მათი საერთო რაოდენობა 96-ს შეადგენს.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ალიონა ირიციან გაკვეთილის ჩატარების პროცესში)
ვაჟა ზურნაჩიანის ინფორმაციით, ამჟამად აშკალის საჯარო სკოლაში 23 პედაგოგი ასწავლის, მათგან 5 უფროსი მასწავლებელია.

ამ ეტაპზე სკოლას წამყვანი მასწავლებელი და მენტორი არ ჰყავს.

დირექტორის თქმით, 2019 წლის შემოდგომაზე სკოლიდან რამდენიმე პენსიონერი პედაგოგი წავიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ჯილდოს აღებაზე განაცხადეს თანხმობა და მათ ნაცვლად სასწავლო დაწესებულებამ ახალგაზრდა კადრები მიიღო.

„შარშან სულ 6 პენსიონერი მასწავლებელი გავაცილეთ. მათ სახელმწიფო ჯილდო მიიღეს და ისე წავიდნენ სკოლიდან. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია მათი დამსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები
„მათი ღვაწლის შესაფასაბელად თუ გნებავთ ის ფაქტიც კმარა, რომ სკოლაში შემუსული ახალი კადრები, რომელთაც თბილისში დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი, სწორედ ამ ღვაწლმოსილი პედაგოგების აღზრდილები არიან.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები
„ბუნებრივია, თაობათა ცვლა გარდაუვალია. მხოლოდ მივესალმებით ახალგაზრდების მოსვლას სკოლაში.

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი სუზანა ენოკიანი)

იგი აცხადებს, რომ მასწავლებლის პროფესია მე-9 კლასში აირჩია და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისმა პედაგოგებმა, განსაკუთრებით კი მათემატიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ვარტიტერ ხეჩოიანმა განაპირობა.

ქალბატონ სუზანა ენოკიანზე სტატია სათაურით – „ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი… 100%-ით, 100%-ით თბილისში გავაგრძელებდი სწავლას ერევნის ნაცვლად“ – იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.

„უკვე ერთი წელია, რაც ისინი ასწავლიან ჩვენს სკოლაში და შეიძლება ითქვას, რომ მათი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

(სკოლის დასუფთავება რეგულარულად მიდინარეობს)

მათ წინ დიდი გზა ელოდებათ და ვუსურვებ, ღირსეულად გაიარონ ეს გზა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

ვაჟა ზურნაჩიანი 2020 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე აშკალის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, თუმცა იგი ახლა მხოლოდ დირექტორის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას და მის ნაცვლად ფიზიკას მათემატიკის მასწავლებელი, ქალბატონი ნაირუი ანდრეასიანი ასწავლის.

(საიზოლაციო ოთახი)
ფიზიკის მასწავლებლის არყოლის გამო ვაჟა ზურნაჩიანი მზად იყო პენსიონერი პედაგოგების მიერ სახელმწიფო ჯილდოს მიღებისა და სამსახურისთვის თავის დანებების შემდეგ აშკალის საჯარო სკოლაში შექმნილი საკადრო დეფიციტის გამო სკოლის დირექტორმა ვაჟა ზურნაჩიანმა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა, გადაწყვიტა, რომ 15 თებერვლიდან, როცა მას მასწავლებლის სტატუსი ოფიციალურად შეუჩერდებოდა, უხელფასოდ განეგრძო 2020 წლის სასწავლო წლის დასრულებამდე საგნის სწავლება, თუმცა მას ამის უფლება არ მიეცა.

70 წელს გადაცილებული დირექტორი ამბობს, რომ პანდემიის გამო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა საზოგადოების თითოეულმა წევრმა სრულად უნდა გაიაზროს ის საფრთხე, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ახლავს.

„ეს არ არის უბრალო გრიპი. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსის ვაქცინა. ასეთ დროს კი განსაკუთრებული სუფრთხილე გვმართებს.

„საქართველოში, სექტემბრის დასაწყისამდე შესაშური მდგომარეობა იყო. ახლა სამწუხაროდ, საკმაოდ გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა. საბედნიეროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

„სკოლაში, როგორც უკვე მოგახსენეთ და თავადაც ნახეთ, სველი წერტილები საუკეთესოდ გვაქვს მოწესრიგებული. გარდა ამისა, უმოკლეს დროში გავაკეთეთ საიზოლაციო ოთახი, სადაც აფთიაქიც გვაქვს პირველადი საჭიროების წამლებით.

„თავადაც ჩართული ვიყავი ამ პროცესში. ერთ დღეში სამჯერ მომიწია წალკაში წასვლა- წამოსვლა.
„ღმერთმა არ დაგვაჭირვოს ეს საიზოლაციო ოთახი, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ამ მხრივაც უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.
აშკალის საჯარო სკოლაში იანვარში მაძიებლის სტატუსით სპორტის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ნუშიკ მანუკიანმა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ნუშიკ მანუკიან
მან აშკალის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო და აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი წითელ დიპლომზე დაამთავრა.

ახლა მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გასაუბრება უნდა გაიაროს და 1-წლიანი სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მას ავტომატურად მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რადგან ქართულის გამოცდა უკვე ჩაბარებული აქვს და 10 კრედიტი გააჩნია. 1 წლის შემდეგ ნუშიკ მანუკიანს ქართულის, როგორც მეორე ენის უფროს მასწავლებლად დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ნუშიკ მანუკიან
აშკალაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა, ანა ზურნაჩიანმა.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ანა ზურნაჩიან

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან
აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მუშაობას თითქმის ნახევარი საუკუნე შეალია, თუმცა მისთვის დაღლა არ არსებობს და მომავალი თაობისთვის ზრუნვა მას მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის პედაგოგები
ვაჟა ზურნაჩიანი მადლობას უხდის თავის პედკოლექტივს, ასევე ადმინისტრაციის გუნდს – ბუღალტერს, ქალბატონ აშხენ მანუკიანს და საქმის მწარმოებელს, მათემატიკის უფროს მასწავლებელს, ქალბატონ სუზანა ენოკიანს, რომლებიც დირექტორის თქმით, ფასდაუდებელ საქმიანობას ეწევიან და დიდი წვლილის შემტანნი არიან სკოლის წარმატებაში.

GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ზურნაჩიან