დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საზოგადოებას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ. მან განაცხადა, რომ ეკლესიაში წასვლით მრევლი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება.
„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება,” – განაცხადა გამყრელიძემ.

